
არანაირი კითხვა არ დარჩა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი შეცდომები ან უნებლიე გადაცდომები. ამასთან დაკავშირებით სავსებით აშკარა განცხადებები გააკეთეს, და არამარტო ბაჩო ახალაიამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
"ჩვენ არაერთი ადამიანისაგან მოვისმინეთ ასეთი განცხადება, თუნდაც გირჩი ჯაფარიძე ავიღოთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო. მან თქვა, რომ არცერთ საკითხთან დაკავშირებით შეცდომა არ ყოფილა ჩადენილი და ნურავინ მოელის ბოდიშს. ბაჩო ახალაია გირჩი ჯაფარიძისგან განსხვავდება იმით, რომ ის უშუალო მონაწილეობას იღებდა ძალადობის ორგანიზებაში, უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში, რაზეც სტრასბურგის სასამართლომაც მიგვითითა. აქედან გამომდინარე, ნურავის ექნება შეკითხვა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ მაგალითად ავიღებთ ბაჩო ახალაიას ამ აღიარებას, რომ სწორად მოქმედებდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ნურავის ექნება დამატებითი შეკითხვა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.