
საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის საშუალო ყოველთვიური ხელფასების სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს 103 ქვეყანას შორის 77-ე ადგილს იკავებს.
Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი გადასახადების შემდეგ 533 დოლარს შეადგენს. საქართველოზე დაბალი ხელფასი რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანშია.
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში საშუალო თვიური ხელფასი გადასახადების შემდეგ ასე გამოიყურება:
თურქეთი - 1 071 დოლარი (49-ე ადგილი);
რუსეთი - 825 დოლარი (57-ე ადგილი);
სომხეთი - 632 დოლარი (69-ე ადგილი);
საქართველო - 533 დოლარი (77-ე ადგილი);
აზერბაიჯანი - 460 დოლარი (85-ე ადგილი);
ამასთანავე, Numbeo-ს მონაცემებით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი შვეიცარიაშია და 7 283 დოლარს შეადგენს.
რეიტინგში 5 ლიდერი ქვეყანა ასე გამოიყურება:
შვეიცარია - 7 283 დოლარი;
ლუქსემბურგი - 5 395 დოლარი;
სინგაპური - 4 557 დოლარი;
აშშ - 4 254 დოლარი;
დანია - 4 245 დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 103 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კუბაშია და თვეში 35 დოლარს შეადგენს. რეიტინგის ბოლო პოზიციები კი შემდეგმა ხუთმა ქვეყანამ დაიკავა:
კუბა - 35 დოლარი;
ნიგერია - 109 დოლარი;
ეგვიპტე - 152 დოლარი;
პაკისტანი - 188 დოლარი;
ნეპალი - 204 დოლარი.