რეზონანსი
17.01.2026

ამერიკის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, საფრანგეთის პარლამენტში მომზადდა რეზოლუცია ქვეყნის ნატო-დან გასვლის შესახებ. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივით საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ დეპუტატი, კლემანს გეტე გამოვიდა.

როგორც გეტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, საფრანგეთში ნატოდან გასვლის საკითხი დიდი ხანია განიხილება, თუმცა ახლა, როდესაც შეერთებული შტატები „ღიად იმპერიულ პოლიტიკას“ ატარებს, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

„შეერთებული შტატები ღიად ახდენს გავლენას ევროპის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალების სასარგებლოდ. ის ოფიციალურად თავისუფლდება საერთაშორისო სამართლისა და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმებისგან და ფაქტობრივად ევროკავშირს საკუთარ ვასალად აქცევს“, - განაცხადა გეტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×