რეზონანსი
17.01.2026

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი არეულობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრალია.

„ეს იყო ამერიკული ამბოხი. ამერიკელებმა ის შეიმუშავეს და მასზე მუშაობდნენ. ამერიკის მიზანი, და ამას მტკიცედ და ნათლად ვამბობ, არის ირანის შთანთქმა. საუბარია შეერთებული შტატების არა მხოლოდ დღევანდელ პრეზიდენტზე. ეს ამერიკული პოლიტიკაა. ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს მივიჩნევთ დამნაშავედ იმ მსხვერპლის, მიყენებული ზიანისა და ცილისწამების გამო, რაც ირანელ ერს თავს დაატყდა“, - განაცხადა ხამენეიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×