
ბოლო დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესაძლო შეწყალებაზე, რაც, მათივე შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამას არარეალისტურად მიიჩნევს, რადგანაც ხელისუფლებას ასეთი დიალოგით ამ ეტაპზე დაინტერესებული არ არის.
ოპოზიციური წყაროები არ გამორიცხავენ, შეწყალება უკვე ორშაბათს, ნათლისღების დღესასწაულზე მოხდეს.
ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ აქციებზე დაკავებული მოქალქეების პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად აისახება და არ გამორიცხავენ, რომ ამან ოპოზიციასა და ხელიუფლებას შორის დიალოგის პროცესი დაძრას. ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ეს არაფერს შეცვლის. თუმცა, ექსპერტები თახმდებიან, რომ შესაძლო შეწყალება პირველ რიგში თავად დაკავებულების პოზიციაზეა დამოკიდებული.
ოპოზიციისა და „ოცნების" პოზიცია
ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება, თუნდაც პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალების გზით, დღეს წინააღმდეგობის მოძრაობას ძალიან სჭირდება.
„ამ ადამიანების (აქციებზე დაკავებულები) ფიზიკური თავისუფლება ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია. როგორი ფორმით მოხდება ეს, იქნება შეწყალება თუ სხვა რამ, არ ვიცი, მაგრამ ახლა ჩვენი საერთო ბრძოლის, ჩვენი საერთო ამოცანისა და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევის გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ", - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძე განაცხადა.
კითხვაზე, როგორ ხედავს მათ როლს ის ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, სიორიძემ უპასუხა, რომ ამ პატიმრებზე დგას პროტესტი და სანამ ისინი პატიმრობაში არიან, „მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება":
- გიორგი სიორიძე: „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება. პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზაზე ჩვენ საბრძოლველი გვაქვს".
„პოლიტიკური კრიზისის არსებობის ერთ-ერთი მიზეზი არის სინდისის პატიმრების არსებობა. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი კომპონენტი და ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება...
„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით პოლიტიკური კრიზისი არ დასრულდება. პოლიტიკური კრიზისის დასრულების გზაზე ჩვენ საბრძოლველი გვაქვს და ბევრი რამ გვაქვს მოსაპოვებელი, ამიტომ ამ ადამიანების კონტრიბუცია არის მნიშვნელოვანი".
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზოგადად პატიმრების შეწყალება სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ „შესაწყალებელსაც გააჩნია".
- გიორგი ვოლსკი: „რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია".
„რასაკვირველია, შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია - ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამასთან დაკავშირებით წუხილს არ განიცდის, რასაკვირველია, ძალიან ძნელია მის შეწყალებაზე საუბარი", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, აქციებზე დაკავებულ პირებს „ინსტრუქტორები აქედან უკიჟინებენ, რომ არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიონ და არანაირი შეწყალება არ მიიღონ, ისევე როგორც სააკაშვილს უკიჟინებდნენ, რომ მომკვდარიყო, საფრთხის ქვეშ დაეყენებინა თავისი სიცოცხლეზე და უარი არ ეთქვა შიმშილობაზე"
შეიწყალებენ თუ არა აქციაზე დაკავებულებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე, აცხადებს, რომ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მათ პოზიციაზეა დამოკიდებული.
„სახელმწიფო ითხოვს ამ შემთხვევაში თვითონ სინდისის პატიმრებისგან, რომ აღიარონ დანაშაული. დღევანდელი ხელისუფლება თითქოს არ არის დაინტერესებული, რომ სინდისის პატიმრები იყვნენ ციხეში, იმიტომ რომ იზოლაციაში ექცევა. მათ სურთ ჰქონდეთ საფუძველი, რომ განაცხადონ, რომ საქართველოს სინდისის პატიმრები არ ჰყავს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა.
„ან მეორე ვერსიაა - მათი (ხელისუფლების) მიზანია, რომ უბრალოდ დაამტკიცონ, რომ „ხომ ხედავთ თვითონ აღიარებენ პატიმრები, რომ ჩაიდინეს დანაშაული, აქედან გამომდინარე არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვთქვათ, ჩვენ მათ ვუშვებთ". ეს მიზანი აქვს ხელისუფლებას, რომ თავის სასარგებლოდ განახორციელოს ეს პროცესი. მაგრამ სინდისის პატიმრები თვითონ არ აღიარებენ დანაშაულს. მათ განაცხადეს კიდეც, რომ ურჩევნიათ იყვნენ ციხეში, არ აღიარონ დანაშაული და ღირსება შეინარჩუნონ.
„გათავისუფლების საკითხი მათ პოზიციაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ისინი არ მიმართავენ პრეზიდენტს გათავისუფლების მოთხოვნით", - განაცხადა ჩიტაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ შეწყალება ჯერჯერობით თავად პატიმრების პოზიციაზეა დამპოკიდებული, რომლებიც ამ ეტაპზე „მოსაჩვენებელ გმირობას" იჩენენ.
„შეწყალება მუდამ ჰუმანური აქტია და მე, როგორც ქრისტიანი კაცი, მუდამ ამის მომხრე ვარ, მაგრამ მეორე ამბავია, რომ შესაწყალებელი ადამიანები საუბრობენ - არ გვინდა შეწყალებაო. რა გამოდის? როგორ გავიგოთ? - ვითომ გმირობას, არარსებულ გმირობას იჩენენ, რადგან ისინი დამნაშავე არიან სახელმწიფოს წინაშე, მათ სურდათ სახელწმიფო გადატრიალება, არერთხელ - ბევრჯერ. ამიტომ სავსებით სამართლიანად იმსახურებენ იმ სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვთ", - განაცხადა გვენეტაძემ.
შეწყალების შესაძლო გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე
კითხვაზე, შესაძელებელია, თუ არა, რომ პატიმრების გათავისუფლებამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესი განაახლოს, ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.
„არ არის გამორიცხული გათავისუფლების შემდეგ დიალოგი დაიწყოს, თუმცა, ამის შესაძლებლობა ნაკლებია. ხელისუფლებას ეს ამ ეტაპზე არ აწყობს, რადგან თუ ეს დიალოგი დაიწყო, „ოცნება" უნდა დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა იქნება. მოთხოვნა ასევე იქნება კანონების გაუქმება, „ოცნებას" კი ამ კანონების გაუქმება და ვადმადელი არჩევნების ჩანიშვნა არ სურს", - განაცხადა ჩიტაძემ
ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ პატიმრების გათავისუფლება-არგათავისუფლებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაძლო დიალოგთან კავშრი არ აქვს.
„რომელი ოპოზიციასთან შეიძლება ლაპარაკი? იმ ოპოზიციასთნ, რომელიც წლების მანძილზე ფიქრობს ჯერ მაიდანიზაციას, მერე ყაზახეთიზაციას, მერე უკრაინიზაციას, მერე ნეპალიზაციას, მერე ირანიზაციას? ამ ხალთან შეიძლება მოლაპარაკება? არაც და არამც", -განაცხადა გევნეტაძემ.
შეწყალება და საპროტესტო მუხტი
ნიკა ჩიტაძეს აზრით, ე.წ. სინდისის პატიმრების გათავისუფლება საპროტესტო მოძრაობაში თავის როლს შეასრულებს, თუმცა სხვა ფაქტორებიცაა გასათვალისწინებელი.
„პროტესტი გაგრძელდება. ალბათ, პროტესტს კიდევ რაღაც დამატებითი მუხტი უნდა, მე ასე მგონია, გარკვეულმა საგარეო საკითხებმაც უნდა იმოქმედოს. პლიუს უფრო მკაცრი სანქციებიც თუ ამოქმედდება „ოცნების" წარმოამდგენლების წინააღმდეგ, ეს, ერთი მხრივ, წაახალისებს ბევრ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს. სინდისის პატიმრების გათავიუფლება თავის როლს შეასრულებს, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არის გასათავლსიწინებელი", - განაცხადა ჩიტაძემ.
გვენეტაძე კი აღნიშნავს, რომ დაკავებული აქტივისტების შეწყალება არაფერს შეცვლის, რადგან „პროტესტის გამოფხიზლება შეუძლებელია".