რეზონანსი
17.01.2026

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასირებულ საჰაერო დარტყმებს ამზადებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს. მისი თქმით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემასა და სამხედროებს ახალი დავალებები უკვე მიეცათ.

„ახლა დაზვერვამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები ახალი მასირებული დარტყმებისთვის ემზადებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული მხარე პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებას სთხოვს, რომელიც კიევის დაცვისთვის არის საჭირო.

„მომარაგება საკმარისი არ არის. ვცდილობთ, რომ საკითხი დავაჩქაროთ, რომ პარტნიორებმა მოგვისმინონ“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×