
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიის შემდეგ გროზნოში, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Kavkaz.Realii-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაში.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ადამ კადიროვი რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, ხოლო საავადმყოფომდე მისასვლელი გზები დაკეტილია.
"საავადმყოფომდე გზები დაკეტილია, რადგან ადამი იქ გადაიყვანეს. ამბობენ, რომ ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს კადიროვის შვილს," - განაცხადა გროზნოში ერთ-ერთმა წყარომ.
მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა "მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა".
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ბევრი დაშავებულია. ადამ კადიროვი, ჩეჩნეთის ლიდერის შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. წყაროები წერენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს მისი რეანიმაციული ღონისძიებები და მზადდება ნიადაგი პაციენტის მოსკოვში ტრანსპორტირებისთვის. ამ დროისთვის ოფიციალურ გროზნოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.