რეზონანსი
16.01.2026

შუახევის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ძალადობაში გადაიზარდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ერთმა კაცმა მეორეს ნაჯახით მიაყენა დაზიანებები.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სახის არეში აქვს მძიმე დაზიანებები. კერძოდ, დაზიანებულია ერთი თვალი, ცხვირი და ყბა.

ადგილობრივების თქმით, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. საუბარია ქორწინებაში მყოფ ქალზე, რომლის გამოც ერთმანეთს ორი კაცი დაუპირისპირდა.

„აჭარა თაიმსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×