რეზონანსი
16.01.2026

"ქართული ოცნების” ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე საუბრისას, მედიასთან ამბობს:

"ძალიან განვიცდი, მაგრამ სხვა რა შემიძლია ვთქვა იმიტომ, რომ მე დიდი ხანია ჩამოშორებული ვარ საზოგადოებრივ საქმიანობას, ადამიანურად გული მტკივა და განვიცდი, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. 

მე არ ვიცი დამნაშავეა თუ არა, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის ამ ვითარებაშია და ვწუხვარ, რაც მოხდა მასთან დაკავშირებით ადამიანურად, ეს შემიძლია გითხრათ. 

კობახიძეს არ ვიცნობ. რა თქმა უნდა, ვიცნობ ღარიბაშვილს და ძალიან მტკივა გული იმის გამო რაც მოხდა და ვწუხვარ ადამიანურად. 

რამდენი წელია წამოსული ვარ, 12, რამდენმა წელმა ჩაიარა მტკვარში. ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მოშორებული ვარ ამ თემას და რა გითხრათ, მაშინ მე უნდა ვიმსჯელო ჭორებით, შეფასებებით. სრულიად გაწყვეტილი მაქვს კომუნიკაცია ყველასთან “ქართულ ოცნებაში”. ჩემ საქმეში ვარ, ახლა კი არა, როდის მოხდა ეს, 2013 წლიდან ვარ ჩემ საქმეში, ვარ საადვოკატო საქმიანობაში და ეს არჩევანი გავაკეთე. არა, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ღარიბაშვილთან მას შემდეგ, რაც წამოვედი. თქვენ გეცოდინებოდათ რომ მქონოდა".

წყარო: alia.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×