რეზონანსი
16.01.2026

სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ დაკავებამდე ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ავრცელებს.

ახალია აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ვერცერთი სხვა ხელისუფლება ახლოს ვერ მივა.

„მანამდე იყო შევარდნაძე, მოკლე პერიოდით გამსახურდია, იყო ვინმე გუმბარიძე, მანამდე პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ა.შ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან?! რომელი ერთი? ვინმე თუ მეტყვის, რომ არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო, დიდი ბოდიში. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად გითხრათ, რომ მიშას [სააკაშვილი] ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“- ამბობს ახალაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×