რეზონანსი
16.01.2026

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა დააწესოს საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ მის გეგმას გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების შესახებ.

პრეზიდენტმა პარალელი გაავლო იმ ტარიფებთან, რომლებიც მან ევროკავშირიდან იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე დააწესა აშშ-ში მედიკამენტების ფასების შემცირების მიზნით.

„შესაძლოა, იგივე გავაკეთო გრენლანდიის შემთხვევაშიც. შეიძლება ტარიფები დავუწესო იმ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის საკითხში მხარს არ დაგვიჭერენ, რადგან გრენლანდია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×