
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 17 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრა ფლორიდაში ტრამპის რეზიდენციაში გაიმართება.
„ევრონიუსის“ თანახმად, ფიცომ, რომელიც პოლიტიკურად MAGA-ს დღის წესრიგის მომხრეა, შეაქო აშშ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის და მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით მსგავს მიდგომას იზიარებს.
გავრცელებული ცნობით, ორმა ლიდერმა, შესაძლოა, ცალკე განიხილოს გეგმები, რომელთა მიხედვითაც, სლოვაკეთი აშშ-სგან ბირთვული რეაქტორების შესყიდვის ბიზნეს შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13-დან 15 მილიარდ ევრომდე შეიძლება იყოს.
სლოვაკეთის მთავრობას სურს, ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს.