რეზონანსი
16.01.2026

ავსტრალიაში ქალმა ლოგინში 2.5-მეტრიანი პითონი იპოვა. როდესაც გაიღვიძა აღმოაჩინა, რომ მის თავზე ორნახევარი მეტრის პითონი იყო მოხვეული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„მკლავი გადასაფარებლებზე დავადე და ვიგრძენი, რომ ის ხელში მოძრაობდა", - განუცხადა მან ABC News- ს.

თავდაპირველად, როცა ქალმა სიმძიმე იგრძნო, ეგონა, რომ მის გვერდით მისი ძაღლი იწვა. თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ ეს გველი იყო, მან სწრაფად გააღვიძა ქმარი და სთხოვა შუქის ჩართვა.

საბედნიეროდ, შემთხვევა უსაფრთხოდ დასრულდა. მამაკაცმა პითონი ნელა გაიყვანა საწოლიდან და ღია ფანჯრიდან ეზოში გაუშვა.

ქალბატონი ეჭვობს, რომ გველი მეორე სართულზე სწორედ დატოვებული ღია ფანჯრიდან შევიდა.

„მე ვფიქრობ, რომ თუ მშვიდი ხარ, ისინი მშვიდები არიან", - განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×