რეზონანსი
16.01.2026

უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ზელენსკი აფერხებს.

„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობის გზაზე. რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ დენი, და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ხალხის გატეხას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა“, - თქვა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციული ვიდეო-მიმართვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×