
რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც "კოკა-კოლას" სათავო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ "შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში თავისი "შხამკვების" 28-ე ობიექტი გახსნა.
„რაც უკრაინაში ომია, ჭყონიას გაათმაგებული ვაჭრობა აქვს აგრესორ რუსეთთან, საიდანაც "კოკა-კოლას" სათავო ოფისიც კი გავიდა, მაგრამ ჭყონიამ ის სარფიანად და ლამის, მონოპოლისტურად ჩაანაცვლა. პარალელურად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად, ოპოზიციის მიტინგი არ გამოუტოვებია "ოლე-ოლეს" ყვირილით, რომ ქვეყანას საზიზღარი რუსეთისკენ მიაქანებენ, ხოლო საწყალი და გაღატაკებული მოსახლეობა ამ "რუსული რეჟიმის" პირობებში შიმშილით იხოცება. სწორედ რუსეთში, უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით - ჭყონიამ" შიმშილის პირას" მყოფ ქვეყანაში თავისი "შხამკვების" 28-ე (თბილისში - 21-ე) ობიექტს ხსნის. მის ფულს ხომ სუნი არ ასდის, ისევე - როგორც გემო არა აქვს მის პროდუქციას..“ - წერს ქართველიშვილი.