რეზონანსი
16.01.2026

კახეთში კაცი სანადირო თოფით დაჭრეს - სისხლიანი ანგარიშსწორება  სიღნაღის მუნიციპალიტეტში 10 იანვარს მოხდა.

შსს-ს ინფრომაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ლ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით  1990 წელს დაბადებული  გ.მ. დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×