რეზონანსი
15.01.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყურადღებით ეკიდება ირანის ისლამური რესპუბლიკის განცხადებებს და გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას მეგობარი ქვეყნის ყველა შეშფოთების გასაფანტად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ფაშინიანმა ეს განაცხადა სომხეთში ირანის ელჩის, ხალილ შირღოლამის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთის ხელისუფლებამ სომხეთში ირანის საელჩოს წინ დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით ირანის ისლამური რესპუბლიკის განცხადებებს. ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავფანტოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის - ჩვენთვის მეგობარი და მოძმე ქვეყნის - ყველა შეშფოთება. თქვენ იცით, რომ 2018 წლიდან სომხეთში მიტინგები არასდროს აკრძალულა და ჩვენ ვერ მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში. დიახ, ჩვენ ვიზიარებთ მიდგომას, რომლის თანახმადაც აზრის გამოხატვის ფორმებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საელჩოს ნორმალურ მუშაობას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, მათ შორის მასთან დაკავშირებულ შეშფოთებას, და ვიმოქმედებთ ჩვენი დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში", - აღნიშნა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×