რეზონანსი
15.01.2026

სალომე ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს:

„სანქციებზე იმდენი საუბარი იყო, რომ გულწრფელად ვამბობ, ეს უფრო მეტ ზიანს აყენებს პროცესს, ვიდრე ეხმარება. თუ არ იქნება კონკრეტული პირების სია, რომლებსაც შეეზღუდებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა, მაშინ დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სიმბოლურია.

ეს [ევროკავშირის უმოქმედობა] მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობას ქმნის, რადგან მათ ესმით მოწოდებები სანქციებისკენ, შემდეგ კი ხედავენ, რომ რეალურად არაფერი კეთდება.

ჩნდება გარკვეული პესიმიზმი ევროკავშირის შესაძლებლობების მიმართ, რაც ძალიან უცნაურია, როცა ჩვენს მასშტაბებს ერთმანეთს ადარებთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ევროკავშირი კი უზარმაზარი ძალაა თავისი რესურსებით. იმის აღმოჩენა, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ იმ ქვეყნის დასაცავად, რომელიც ევროკავშირის კართან იყო, რათა ის რუსეთის მიერ არ იქნეს შთანთქმული, ჩვენთვის შემაშფოთებელია, თუმცა ეს ევროპისთვისაც საგანგაშო უნდა იყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×