
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ გრენლანდიაში ჩასულ ფრანგ ჯარისკაცებს „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რესურსებით“ დაუჭერენ მხარს.
ფრანგული მედიის თანახმად, ამ დროისთვის გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 15 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გრენლანდია მოიხსენია, როგორც დანიის სამეფოს ავტონომიური ტერიტორია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რადგან ეს ტერიტორია ევროკავშირის საკუთრებაა და რადგან ეს ტერიტორია ასევე ნატო-ს ერთ-ერთი მოკავშირის ტერიტორია.
„ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ადგილზეა და უახლოეს დღეებში გაძლიერდება სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რესურსებით“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
„ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია გრენლანდიაში ჯარების მოწინავე ჯგუფს გაგზავნის, საუბარია 13 სამხედროზე.