რეზონანსი
15.01.2026

ჩხო­რო­წყუს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 21 წლის ახალგაზრდა შალე ბებია ემსხვერ­პლა, ერთი პირი კი და­შავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ზუ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, სა­ვა­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ერთი პირი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს წუ­ხელ მუ­ხურს. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და­კარ­გა ოჯახ­მა......სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რო­გორც ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო. უწყე­ბის ცნო­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×