
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა - კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება. სააგენტოს ცნობით, შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ვეტერინარულ კლინიკებს, აფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.
"2025 წელს სააგენტოს ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.
ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება.
ერთად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე!", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.