რეზონანსი
15.01.2026

თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე საუბრობს - სასამართლოს დღეს ჩვენება შალვა მაღლაკელიძემ მისცა.

მისი ჩვენებით, მან ჯუანშერ ბურჭულაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მითითებული იყო ჰოსპიტლის საჭიროებები, მათ შორის, სამედიცინო ტექნიკის აუცილებლობა. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნებოდა საიდუმლო დოკუმენტს, სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული მაღალტექნოლოგიური აპარატის საჭიროება.

შემდეგში უკვე შესყიდვა რატომ განხორციელდა საიდუმლოდ, ამის შესახებ მაღლაკელიძეს ინფრომაცია არ აქვს. 

ჩემი მხრიდან ბატონი ჯუანშერის მისამართით გაიგზავნა წერილი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ჰოსპიტალის საჭიროებები, მათ შორის - სამედიცინო ტექნიკის მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნებოდა საიდუმლო დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იყო მაღალტექნოლოგიური აპარატის აუცილებლობა.

"ჩემი წერილის გაგზავნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან, შესყიდვების მიმართულებით, მივიღე ოფიციალური პასუხი, რომ პროცესი მიმდინარეობდა. დამატებით მოითხოვეს აპარატურის ტექნიკური პარამეტრები, რაც ჩემს მიერ სრულად იქნა მიწოდებული.

შემდგომ ეტაპზე ინვენტარის მოწოდება ნაწილ-ნაწილ განხორციელდა. დღემდე შემიძლია დავადასტურო, რომ აღნიშნული აპარატურა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იქნა მიწოდებული და ამ ეტაპამდე გამართულად ფუნქციონირებს. მისი სრულყოფილი დამონტაჟება გარკვეულ დროს საჭიროებს.

მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რატომ მიიღო ხელშეკრულებამ საიდუმლო სტატუსი. მე მინისტრს მივმართე მხოლოდ ჰოსპიტალის საჭიროებებთან დაკავშირებით, ხოლო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატის შესყიდვა საიდუმლო ყოფილიყო, თავად უწყებამ მიიღო. ჩემს მიერ გაგზავნილი წერილი საიდუმლო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში აღწერილი იყო ჰოსპიტალში არსებული რეალური მდგომარეობა", - განაცხადა სასამართლოზე შალვა მაღლაკელიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×