
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ ევროპული ქვეყნები მოთხოვნას უყენებენ ევროკავშირს, დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მათ ინტერესებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ აშშ რუსეთთან მათ გარეშე გააფორმებს შეთანხმებას.
თოფურიას თქმით, ახლა ევროკავშირიც მიხვდა, რომ ომი ვერ დასრულდება რუსებთან მოლაპარაკებების გარეშე.
“წლების განმავლობაში, ბრიუსელის კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. ლიბერალური „სამოქალაქო საზოგადოება“ აშანტაჟებდა ყველას, ვინც რუსეთთან დიალოგზე ისაუბრებდა.
ახლა კი ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან არ იმყოფება და რომ ომი ვერ დასრულდება რუსებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე”, - წერს ვახტანგ თოფურია.