
თბილისში ქალი მოკლეს - მკვლელობა მარჯანიშვილზე იტალიურ ეზოში მოხდა. მოკლულია 40 წლამდე ქალი, რომელსაც მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენა და გაიქცა.
პოლიცია ახლა გაქცეულ დამნაშავეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. დანაშაულის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც მოკლული ქალის მეზობელი მედიასთან აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისი თქმით, მოკლული ქალი 40 წლამდე ასაკის იყო.
„ქალი 40 წლამდე იყო, ის ბიჭი კი, ალბათ, 30 წლამდე. ბიჭი ბევრჯერ წაიყვანეს საგიჟეთში და მეორე დღეს ისევ ბრუნდებოდა სახლში. ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები იყვნენ. როგორც ვიცი, გაქცეულია“, – განაცხადა მან მედიასთან.
"იმ ბიჭს ვიცნობ, ცოტა ვერ იყო. ბიჭია მკვლელი. გოგო მოკლა"- ამბობს ასევე ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.