რეზონანსი
14.01.2026

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 217 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც გეგმა 213 მილიონ ლარს შეადგენდა.

„გასულ წელს გამოცხადდა 800-ზე მეტი აუქციონი და გაიყიდა 500-ზე მეტი ობიექტი, რამაც, ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საპრივატიზაციო გეგმა წარმატებით შეგვესრულებინა“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით განაგრძობს პრივატიზაციის პროცესს, რომელიც გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელსაც, ისევე, როგორც 2025 წელს წარმატებით განვახორციელებთ საპრივატიზაციო პროცესს და კვლავ შევძლებთ გეგმის გადაჭარბებით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×