რეზონანსი
14.01.2026

ევროკავშირის საელჩო საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც გამოყენებულია კადრები ძალადობრივი აქციებიდან.

როგორც საელჩო წერს, დღეს „სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს“ ზეიმობენ, საქართველოს ჰიმნის ფონზე კი, გამოყენებულია 2024 წელს, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციებიდან კადრები.

„ამ განსაკუთრებულ დღეს ვზეიმობთ სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს, რომელსაც ქართული დროშა გამოხატავს - სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!“, - ვკითხულობთ ვიდეოსთან ერთად გავრცელებულ მისალოც ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×