
ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს „მართლმსაჯულების საქმეა“.
„ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე. ადამიანურად ჩვენთვის არის სამწუხარო, რაც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.