რეზონანსი
13.01.2026

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ 2025 „დიფ სთეითისთვის“ ცუდი წელი იყო. ტულსი გაბარდის უწყებამ გააზიარა „ვაშინგტონ რეპორტერის“ ექსკლუზიური სტატია, სადაც წერია, რომ დაზვერვის სამსახურში გაბარდმა მასშტაბური რეფორმა გაატარა.

სტატიაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ „დიფ სთეითისთვის“ ცუდი წელი იყო, რადგან ეროვნული დაზვერვის დირექტორმა გაზარდა გამჭვირვალობა, გაანადგურა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამები.

სტატიაში წერია, რომ ეროვნული დაზვერვა 24 საათი მუშაობს, რათა დაასრულოს დაზვერვის სამსახურის იარაღად გამოყენების ფაქტები და პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×