რეზონანსი
13.01.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და ზაიედის მდგრადობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში გაიმართა.

სამიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა.

ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×