რეზონანსი
13.01.2026

„არის თუ არა პასუხისმგებლობიანი ირანში მოქალაქეების გაგზავნა სასიკვდილოდ? თქვენ გეკისრებათ თუ არა გარკვეული პასუხისმგებლობა?“ - ამ კითხვით მიმართა CBS News-ის ჟურნალისტმა, ნორა ო. დონელმა, ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევის, რომელიც აშშ-ში, ემიგრაციაში ცხოვრობს. 

ფეჰლევის თქმით, ეს ომია, ხოლო ომს მსხვერპლი მოჰყვება, დაღუპულთა რაოდენობის შესამცირებლად კი საჭიროა ქმედება.

„ეს ომია და ომს მსხვერპლი მოჰყვება. სწორედ იმისთვის, რომ დავიცვათ ადამიანები და მაქსიმალურად შევამციროთ დაღუპულთა რაოდენობა - განსაკუთრებით უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც ამ რეჟიმის მიერ კვლავ და კვლავ იღუპებიან - აუცილებელია ქმედება,“ - განაცხადა რეზა ფეჰლევიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×