რეზონანსი
13.01.2026

ჩვენ ვხედავთ ტრაგედიას, რაც მოლდოვაში ტრიალებს. ევროკავშირი ამბობს, რომ მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც თურმე იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, მეორე მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ მას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს და შეუძლებლადაც მიაჩნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩანს, როგორ გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციისთვის ევროკავშირის წევრობა, არ წევრობის, მოლაპარაკებების დაწყება, არდაწყების საკითხი.

„საქართველო, ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევებით, ლიდერი სახელმწიფოა თითქმის ყველა მიმართულებით - ეკონომიკა გნებავთ, სამართალი, კორუფციის ნაკლებობა და ა.შ. ამ დროს საქართველოზე ამბობენ, რომ მზად არ არის. რატომ? იმიტომ, რომ აქ პოლიტიკურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევა სურთ, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არანაირად არ შეესაბამება. ამიტომ იყენებენ ამას შანტაჟის იარაღად. ამ შემთხვევაში მოლდოვის მდგომარეობა და მისი პრეზიდენტის სიტყვები მოლდოვისათვის ტრაგიკულია. ასე გამოდის, რომ რუსეთმა მოლდოვას სახელმწიფო შეუქმნა და დღეს მოლდოვასათან რუსეთი, უფრო სწორად საბჭოთა კავშირი რომ აღარ არის, მოლდოვის დამოუკიდებლად არსებობის საშუალება არ აქვს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანებას მაია სანდუ თავადაც სკეპტიკურად უყურებს, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ როცა აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია.

ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა. „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა სანდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×