
მუსიკალურმა ბენდმა „რეზო და ბავშვები“ ლაშა ბასლანძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა. გარდაცვლილი ბიზნესმენის უფროსი შვილი, სალომე ბასლანძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და რეზო ბლიაძეს მადლობას უხდის.
„მალე აგვეხდინოს ლაშიკოს ოცნება და გვენახოს გამთლიანებული საქართველო! რეზო ბლიაძე რეზუზი, კი იცი, როგორც გვიყვარხარ მთელ ოჯახს და რამხელა ბედნიერებით აავსე ლაშიკო შენი ამ ჟესტით!“, - წერს ელენე
ბასლანძე.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე