რეზონანსი
13.01.2026

ეყოლება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე - არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. 

"ტყუილი არის, არაფერი მსგავსი ინფორმაცია ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელებულა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ახლაც იგივე ჭორთან გვაქვს საქმე, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ უმაგრებს ზურგს. "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ბრძოლას, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირისპირება და არანაირი ურთიერთმტრობა არ არსებობს და მით უმეტეს არანაირი საკადრო ომი არ არის", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×