
პირველ რიგში ეს უნდა აწუხებდეს ევროპელ გადასახადის გადამხდელს, ვისი ფულითაც ხდება ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსება, რა პოლიტიკას ახორციელებენ ისინი, რას ხმარდება ეს და რამდენად არის შესაბამისობაში ევროპულ ინტერესებთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის გეგმას, რომელიც „ენჯეოებისა" და მედიისთვის 600%-ით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს.
„ჩვენ ხშირად ვხედავთ არასწორად დახარჯულ სახსრებს, არასწორად დახარჯულ თანხებს, რომელიც ხმარდება არა ევროპულ, არა კონკრეტული ურთიერთობების ინტერესებს, არამედ აზიანებს ურთიერთობებს და ჩვენს საერთო ინტერესებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისიის გეგმას, რომელიც „ენჯეოებისა" და მედიისთვის 600 პროცენტით დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს, აკრიტიკებენ ბრიუსელში. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ამბობენ, რომ ბრიუსელი ცდილობს USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას და აქტივისტების ქსელის დაფინანსების გაზრდას.