
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დღეს ჩაინიშნა, არადა, გეგმის მიხედვით, "ქართულ ოცნების" ექს პრემიერი საქმის განხილვა 12 თებერვალს იყო დაგეგმილი.
ფაქტს "ტვ პირველს" სასამართლოს კანცელარია უდასტურებს. მოსამართლე ეკა ბარბაქაძე იქნება, მაგრამ სხვა ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.
ღარიბაშვილი საქმის განხილვა გადმოწიეს, თუ ახალი საქმე შევიდა სასამართლოში ექს პრემიერის წინააღმდეგ? - ეს საკითხი ჯერ გაურკვეველია.
ცნობილია, რომ ღარიბაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის გირაოს თანხა ქონებით უზრუნველყო. უზრუნველყოფა მოხდა მოსეშვილის #10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით, რომელიც მას თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.