რეზონანსი
12.01.2026

კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში საავტომობილო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

როგორც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას შპს „ევ დისტრიბუშენ“ გეგმავს.

არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

დოკუმენტაციის თანახმად, საპროექტო შენობა არის 4 სართულიანი. კერძოდ: 4 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართული (ავტოსადგომი), ხოლო მიწისზედა სართულებზე კომერციული ფართი და მანქანის შოურუმები იქნება განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი გასული წლის მარტში გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი სწორედ შპს „ევ დისტრიბუშენ“ გახდა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თამაზ ცოფურაშვილი, დირექტორი კი დავით კირკიტაძეა.

ცნობისთვის, ენმ-ს ყოფილი ოფისი თბილისში, კახეთის გზატკეცილი N45ა-ში მდებარეობს. ოფისის მიწის ნაკვეთის ფართობი 4000 კვ. მეტრია, ხოლო შენობა-ნაგებობის ფართობი - 2406 კვ. მეტრს შეადგენს.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×