რეზონანსი
12.01.2026

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ta3-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელმა საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, უნდა შეცვალოს.

მისი თქმით, ევროპა საერთაშორისო კრიზისის შუაგულშია, რეაგირებას კი ვერ ახერხებს.

„ჩვენ საერთაშორისო კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით, ევროპა კი რეაგირებას ვერ ახერხებს. არ გვაქვს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით. ამას პირველად და ხმამაღლა ვიტყვი: ჩვენ უნდა შევცვალოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონი კალასი,“ - განაცხადა რობერტ ფიცომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×