რეზონანსი
12.01.2026

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ფოთში დეკემბრის თვეში მთელი ქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი პედაგოგის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

უფლებადამცველის თქმით,  ვიდეოკადრების ავთენტურობა და გავრცელების წყარო, პროკურატურას დღემდე არ დაუდგენია.

ამასთან, მიგინეიშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე არანაკლებ მძიმე მოვლენები განვითარდა იმ საჯარო სკოლაში, სადაც მასწავლებელი ასწავლიდა.

"ვიდეომასალა ნახა, პრაქტიკულად, მთელმა ქალაქმა, თუმცა მისი ავთენტურობა და გავრცელების წყარო დღემდე არ არის დადგენილი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე პროკურატურის წარმოებაშია. სახელმწიფომ ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყო – დამნაშავეთა გამოვლენა.

დავიცავ დაზარალებული მასწავლებლის ინტერესებს.

ვიდეოკადრების გავრცელებამ პედაგოგს მიაყენა მძიმე მორალური ზიანი, დააზიანა მისი რეპუტაცია, პროფესიული ავტორიტეტი და პირადი ცხოვრება”, - წერს მიგინეიშვილი.

პედაგოგის ინტერესების დამცველი წერს, რომ „პრობლემის მოგვარება” სკოლამ ცნობილი მასწავლებლის გათავისუფლებით გადაწყვიტა, ისე რომ პედაგოგს არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა.

მიგინეიშვილის განცხადებით, სკოლამ მასწავლებელი კანონდარღვევით გაათავისუფლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×