რეზონანსი
11.01.2026

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის" კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის" სამი საბურღი პლატფორმა - ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე, ამარაგებს რუსეთის არმიას.

უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×