
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ვლადიმერ პუტინს გაიტაცებდა.
მედიის ინფორმაციით, ჰილიმ აღნიშნა, რომ, რომელიმე მსოფლიო ლიდერის გატაცების შანსის შემთხვევაში, ის პუტინს დააკავებდა და საომარი დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მისცემდა.
ჯონ ჰილის თქმით, საომარ დანაშაულებს მიეკუთვნება ის, რაც მან ბუჩაში ნახა უკრაინაში ერთ-ერთ პირველი ვიზიტის დროს, ასევე უკრაინელი ბავშვების გატაცება, რომლებსაც ირპინში შეხვდა.
„ეს ადამიანი უნდა შეჩერდეს. ეს ომი უნდა შეწყდეს. ჩვენი მისიაა დღეს უკრაინის მხარდაჭერა მის ბრძოლაში და მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობაში დახმარება", - აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.