რეზონანსი
11.01.2026

 მართლმადიდებელი ეკლესია, ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოკლულ 14 ათას ჩვილს იხსენებს, რომლებიც ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სიყვარულისა და ღვთის მცნებების დაცვისკენ მოუწოდა.

"გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, ვეცადოთ ყველანაირად, რომ ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ ჩვენ. წმინდა ანგელოზები გვეხმარებიან ჩვენ, რომ ჩვენს სულში გავხსნათ ყველაზე ძვირფასი და უაღმატებულესი თვისება - სიყვარული. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. ეს ის სიყვარულია, რომელიც გვიბიძგებს ჩვენთან მოსული ღმერთის შესახვედრად, რომელიც მოვიდა დედამიწაზე იმისთვის, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ისეთი, როგორიც იგი თავდაპირველად გამოვიდა შემოქმედის ხელიდან", - თქვა მეუფემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×