რეზონანსი
11.01.2026

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ო­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან აქ­ცი­ებს მარ­თავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხარ­და­ჭ­შე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მთა­ვარ პრო­კუ­რორ გი­ორ­გი გვა­რა­კა­ძეს­თან ახ­ლობ­ლო­ბა­ზე და გან­მარ­ტავს, რომ ეს მის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს:

"მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს! ამ დრომ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე თქვენ­თვის მო­მე­მარ­თა. ბო­დი­ში!მად­ლო­ბა, რომ ჩემს გვერ­დით იდე­ქით რო­გორც ჩემი თა­ნა­ბა­რი, რო­გორც დედა და მამა, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად!იდე­ქით თქვენს შვი­ლებ­თან ერ­თად! მაძ­ლი­ე­რებს ჩემი შვი­ლის­თვის შე­წუ­ხე­ბუ­ლი თქვე­ნი სა­ხე­ე­ბი. მად­ლო­ბა!

გუ­შინ ბრძო­ლის სხვა ველ­ზე ვიბ­რძო­დი. მკვლე­ლებს და პრო­კუ­რა­ტუ­რას ჰგო­ნია მარ­ტო ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბით შე­მო­ვი­სა­ზღვრე­ბი; ჩემ­თვის ეს აქ­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი და ღი­რე­უ­ლია; მად­ლო­ბა რომ ამ აქ­ცი­ებ­ში მარ­ტო არ მტო­ვებთ; მაგ­რამ, მე მაქვს გა­წე­რი­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა და მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ. ყვე­ლა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა დაჯ­დე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, ვი­საც კი გი­გას­თან იო­ტი­სო­დე­ნა შემ­ხებ­ლო­ბა აქვს!!! თქვენ, ჩემი ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ხართ, ამი­ტომ ამ სა­აქ­ციო ბრძო­ლის გეგ­მებს გზა­დაგ­ზა მო­გაწ­ვდით.მე შე­ვი­ტა­ნე რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა და სა­ჩი­ვა­რი:

1) გან­ცხა­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში, გა­ბაშ­ვი­ლი/რი­კა­ძის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

2) სა­ჩი­ვა­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, იაგო ტა­ლა­ხა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ.

3) სა­ჩი­ვა­რი საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მი­ხე­ილ კუპ­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ.

4) სა­ჩი­ვა­რი მკვლე­ლო­ბის დამ­კვეთ, ნია იმ­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ.

5) გან­ცხა­დე­ბა ნას­ყი­დაშ­ვი­ლი/ჩი­ქო­ვა­ნის საქ­მე­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბის და საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მის თა­ო­ბა­ზე. რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვაჟ­ღე­რე და ალ­ბათ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძე, ჩემი დე­დი­კოს უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის შვი­ლია. მე ბო­დიშს ვუხ­დი ჩემი/ჩვე­ნი დე­დე­ბის სულს, მაგ­რამ უკან არც ერთი ნა­ბი­ჯით არ და­ვი­ხევ! რად­გან უკან ჩემი ღირ­სე­უ­ლი შვი­ლის საფ­ლა­ვია, წინ კი ბინ­ძუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და პირ­სის­ხლი­ან მკვლელ­თა ბრბო! მე არ გა­და­ვა­ბი­ჯებ ჩემი ღირ­სე­უ­ლი შვი­ლის საფ­ლავს.

ამი­ტომ, არც ერთი ნა­ბი­ჯი უკან!ან ყვე­ლას აგე­ბი­ნებს პა­სუხს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი, და­წყე­ბუ­ლი მკვლე­ლე­ბი­დან, ხე­ლის ბიჭი პრო­კუ­რო­რი გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ან მოგ­ვი­წევს სე­რი­ო­ზუ­ლი შერ­კი­ნე­ბა 17 იან­ვრი­დან!!! მე ვერ მო­მე­რე­ვით ბა­ტო­ნო პრო­კუ­რო­რო! სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებ თქვენს ძლი­ერ მხა­რე­ებს, მაგ­რამ თქვენ არ იც­ნობთ ჩემს სიძ­ლი­ე­რეს!!!

მე ვი­ცავ სპე­ტაკ, უმი­ზე­ზოდ, სა­დის­ტუ­რად მოკ­ლულ შვილს, თქვენ გი­წევთ და­იც­ვათ მკვლელ­თა ბრბო და უგუ­ნუ­რი პრო­კუ­რო­რე­ბი!ნუ შე­ე­წი­რე­ბით!!! არ და­უშ­ვათ, რომ ვი­ყოთ ან მე, ან თქვენ, ვი­ყოთ ჩვენ! მე, ამ ბრძო­ლა­ში არ­ჩე­ვა­ნი და­ვუთ­მე ჩემს სა­ხელ­მწი­ფოს და მჯე­რა სა­ხელ­მწი­ფო გო­ნი­ე­რე­ბის! არა­და­ნი ჩე­მია! თუ სა­ხელ­მწი­ფო არ­ჩე­ვანს სწო­რად არ გა­მო­ი­ყე­ნებს, მე არა­და­ნის შანსს ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვებ! ადა­მი­ა­ნის ხორცს შევ­ჭამ ჩემი შვი­ლის­თვის!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×