
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, რომელიც ბოლო პერიოდი პროკურატურასთან აქციებს მართავს, საზოგადოებას მხარდაჭშერისთვის მადლობას უხდის.
ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს მთავარ პროკურორ გიორგი გვარაკაძესთან ახლობლობაზე და განმარტავს, რომ ეს მისთვის არაფერს ნიშნავს:
"მადლობა თითოეულ თქვენგანს! ამ დრომდე ვერ მოვახერხე თქვენთვის მომემართა. ბოდიში!მადლობა, რომ ჩემს გვერდით იდექით როგორც ჩემი თანაბარი, როგორც დედა და მამა, სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის და თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად!იდექით თქვენს შვილებთან ერთად! მაძლიერებს ჩემი შვილისთვის შეწუხებული თქვენი სახეები. მადლობა!
გუშინ ბრძოლის სხვა ველზე ვიბრძოდი. მკვლელებს და პროკურატურას ჰგონია მარტო ქუჩის აქციებით შემოვისაზღვრები; ჩემთვის ეს აქციები ყველაზე მძლავრი და ღირეულია; მადლობა რომ ამ აქციებში მარტო არ მტოვებთ; მაგრამ, მე მაქვს გაწერილი სტრატეგიული გეგმა და მიზანს აუცილებლად მივაღწევ. ყველა, აბსოლუტურად ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვისაც კი გიგასთან იოტისოდენა შემხებლობა აქვს!!! თქვენ, ჩემი ერთგული თანამებრძოლები ხართ, ამიტომ ამ სააქციო ბრძოლის გეგმებს გზადაგზა მოგაწვდით.მე შევიტანე რამდენიმე განცხადება და საჩივარი:
1) განცხადება სასამართლოში, გაბაშვილი/რიკაძის საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე.
2) საჩივარი პოლიციის უფროსის, იაგო ტალახაძის წინააღმდეგ.
3) საჩივარი საქმის პროკურორის, მიხეილ კუპრაშვილის წინააღმდეგ.
4) საჩივარი მკვლელობის დამკვეთ, ნია იმნაძის წინააღმდეგ.
5) განცხადება ნასყიდაშვილი/ჩიქოვანის საქმეზე დაზარალებულად ცნობის და საქმის მასალების გადმოცემის თაობაზე. რამდენჯერმე გავაჟღერე და ალბათ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე, ჩემი დედიკოს უახლოესი მეგობრის შვილია. მე ბოდიშს ვუხდი ჩემი/ჩვენი დედების სულს, მაგრამ უკან არც ერთი ნაბიჯით არ დავიხევ! რადგან უკან ჩემი ღირსეული შვილის საფლავია, წინ კი ბინძური პროკურატურა და პირსისხლიან მკვლელთა ბრბო! მე არ გადავაბიჯებ ჩემი ღირსეული შვილის საფლავს.
ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან!ან ყველას აგებინებს პასუხს გენერალური პროკურორი, დაწყებული მკვლელებიდან, ხელის ბიჭი პროკურორი გამყრელიძეებით დამთავრებული, ან მოგვიწევს სერიოზული შერკინება 17 იანვრიდან!!! მე ვერ მომერევით ბატონო პროკურორო! სრულად ვაცნობიერებ თქვენს ძლიერ მხარეებს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ჩემს სიძლიერეს!!!
მე ვიცავ სპეტაკ, უმიზეზოდ, სადისტურად მოკლულ შვილს, თქვენ გიწევთ დაიცვათ მკვლელთა ბრბო და უგუნური პროკურორები!ნუ შეეწირებით!!! არ დაუშვათ, რომ ვიყოთ ან მე, ან თქვენ, ვიყოთ ჩვენ! მე, ამ ბრძოლაში არჩევანი დავუთმე ჩემს სახელმწიფოს და მჯერა სახელმწიფო გონიერების! არადანი ჩემია! თუ სახელმწიფო არჩევანს სწორად არ გამოიყენებს, მე არადანის შანსს ხელიდან არ გავუშვებ! ადამიანის ხორცს შევჭამ ჩემი შვილისთვის!" - წერს ეკა კუპატაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე