რეზონანსი
09.01.2026

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების გავრცელებულ ვიდეორგოლზე საუბრობს, რომელშიც „ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ“.

დეპუტატის შეფასებით ეს ადამიანები ცდილობენ, ამ ამბით ახალი სკანდალი შექმნან. 

„ამ ადამიანებმა ამბავი მოიფიქრეს. სცადეს, ამ ამბავისგან შეექმნათ სკანდალი. მოიწვიეს მედიები, დახარჯეს უამრავი თანხა, მოაბილიზეს თავიანთი აქტივისტები, მაგრამ ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის საბედნიეროდ საგამოძიებო უწყებებმა ექვს დღეში გააცამტვერეს ეს ტყუილი და გამოიტანეს სააშკარაოზე. ახლა რასაც ცდილობენ, არის ის, რომ ეჭიდებიან ხავსს, ცდილობენ, ეს თემა ისევ გაასკანდალონ, დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზაგოდოებამ არ დაიჯერა და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას.  საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×