
ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია - ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული „ნაცმოძრაობა“, ჩემთვის საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ირინა სარიშვილი, ვალერი გელბახიანი, თემურ ალასანია – ეს სამი გვარი და საღი აზრისგან სრულიად გამოფიტული „ნაცმოძრაობა“, ჩემთვის საკმარისია, ვიფიქრო, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გვამს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყენებენ.
ამას ემსახურებოდა 4 ოქტომბრის ავანტიურა. ამას ემსახურება ვალერი გელბახიანის განცხადება, თითქოს ტრამპი კონკრეტულად საააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს (თუ/როცა მოითხოვს, ყველა პოლიტპატიმარს მოითხოვს - იტყუება გელბახიანი)“, - წერს ჩერგოლეიშვილი.