რეზონანსი
09.01.2026

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნიდან წასასვლელ ადგილს ეძებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, ირანის რეჟიმი შესაძლოა, ჩამოიშალოს. ტრამპის მტკიცებით, ვაშინგტონი ინტენსიურად აკვირდება ირანში მიმდინარე მოვლენებს.

კითხვაზე, იცის თუ არა, რომ ირანის სულიერ ლიდერს აქვს გეგმა „ბე“ და რუსეთში წასასვლელად ემზადება, ტრამპმა უპასუხა: „ან სხვა ადგილას. ის ეძებს ადგილს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×