
2026 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დამტკიცებულია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 31 დეკემბრით დათარიღებულ ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტი ეხება 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს და გაწერილია, რომელი ქვეყნებიდან რა მოცულობის გაზს მიიღებს ქვეყანა.
უფრო კონკრეტულად, მთლიანობაში 2026 წლის საქართველო 3.340 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. აქედან: აზერბაიჯანიდან 2.926 მლრდ კუბურ მეტრს, მათ შორის, შაჰ-დენიზი (დამატებითი +ოფციური) - 1.645 მლრდ. კუბური მეტრი; შაჰ-დენიზი (დამატებითი) - 478.225. მლნ კუბური მეტრი; შაჰ-დენიზი (ოფციური) – 1.167 მლრდ. კუბური მეტრი; სოკარი - 1.281 მლრდ. კუბური მეტრი; რუსეთიდან - 400 მლნ. კუბურ მეტრს, ხოლო ადგილობრივი მოპოვება - 14.058 მლნ. კუბური მეტრი იქნება.
რაც შეეხება გაზზე მოთხოვნის პროგნოზს, 2026 წელს, სოციალურ გაზზე მოთხოვნა - 2.317 მლრდ კუბური მეტრია, მოსახლეობის - 1.661 მლრდ. კუბური მეტრი, თბოელექტროსადგურების - 656.876 მლნ კუბური მეტრი, კომერციული სექტორის - 966.749 მლნ კუბური მეტრი, ხოლო გაზის ტრანსპორტირებისას დანაკარგების სავარაუდო პროგნოზი - 56 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.