რეზონანსი
09.01.2026

აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს მასების მართვისათვის კონკრეტული საშუალება და აშშ-ში არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე. ეს მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის და შეტევის მისატანადაა გამოყენებული, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“.

დეპუტატი ე.წ. კამიტის საქმის აქტუალიზაციის მცდელობას გამოეხმაურა.

„კიდევ ერთხელ ჩავარდა კამპანია, რომელიც დაიწყო თავიდან BBC-იმ. შემდეგ BBC გამოიყენეს წყაროდ სხვადასხვა ბიუროკრატმა და არარჩეულმა პირებმა საქართველოზე თავდასხმებისათვის, რომლებიც მოწმეებად გამოიყვანეს საქართველოში აგენტებმა. ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე ვინმეს ვინმე მოუწამლავს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დადასტურებულია საგამოძიებო სამსახურების მიერ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილი აქვს დასმული აღნიშნულ საკითხს. საქართველოში გამოყენებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომლებსაც სხვა ქვეყანაშიც იყენებენ. მაგალითისათვის აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს მასების მართვისათვის კონკრეტული საშუალება და აშშ-ში არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე. ეს მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის და შეტევის მისატანადაა გამოყენებული“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანია ჩავარდა, თუმცა თემის აქტუალიზაციისთვის ახალი კამპანია წამოიწყეს. გაავრცელეს ვიდეომიმართვა სათაურით „ქიმიური მოწამვლის საქმე“ და დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვენ. არსებული ინფორმაციით, გაწერილია მომდევნო ნაბიჯებიც. პროცესში რთავენ საერთაშორისო მედიასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×