რეზონანსი
09.01.2026

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს კიევზე მასშტაბური ავიაიეირში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 19 კი დაშავდა.

თავდასხმამ საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეფერხებულია.

დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო, რომელიც გარეუბანში მდებარე ბინაში მივიდა და ზედიზედ ორი დრონი დაეჯახა.

მისივე თქმით, დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე ორ საცხოვრებელ კორპუსს დრონი დაეცა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დედაქალაქში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×