
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გაამხილა - ყოველ დილას ისე ხვდება, როგორც ახალ წელს, ტანსაცმელსაც საზეიმოს იცვამს და განწყობაც საზეიმო აქვს. რაც შეეხება კალენდარული ახალი წლის აღიშვნას, ტელეწამყვანი სულაც არა აღმოჩნდა სტამრთმოყვარე:
"მე არ მიყვარს, ჩემთან ვინმე რომ არის. მეგობრებიც რომ მოდიან, ისინიც ცოტა ხნით ჩერდებიან და მიდიან. მარტო რომ ვარ, უფრო ვერთობი…. მინდოდა, მე და დედაჩემი მარტო ვყოფილიყავით. ვიღაცები მოვიდნენ, მომილოცეს და, რაც მთავარია, მალე წავიდნენ. დედა ამაზე სულ მსაყვედურობს, ნუ ამბობ, სირცხვილია, ხალხი რას იფიქრებსო… ვინც მესტუმრა 1 და 2 იანვარს, სუპით გავუმასპინძლდი…
თუ გინდა, რომ რამე მაჩუქო, უნდა მკითხო, რა მინდა. ის, რაც შენ გინდა, რომ მაჩუქო, ვაითუ, არ მომეწონოს? თუ არ მომეწონება, მათ ამას ვეუბნები", - განუცხადა "სარკეს" გია ჯაჯანიძემ.
წყარო: "სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე